ჩემი პროექტი

Friday, June 29, 2018

მეცხრე დღე

დღეს არის ბოლო სამუშაოო შეხვედრა,კურსის ერთგვარი შემაჯამებელი დღე.ჩვენ მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და ავტვირთეთ საკუთარ ბლოგებზე. ინტელის ეს ტრენინგ-კურსი პირადად ჩემთვის იყო ბევრის მომცემი,საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი. ტრენერი,ქალბატონი ლია ნავროზაშვილი ზედმიწევნად სრულყოფილად და ამომწურავად გვაწვდიდა ინფორმაციას ყველა მოდულთან დაკავშირებით.მადლობა ამისთვის მას!ვეცდები,ამ ტრენინგ-კურსზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო.

Saturday, June 23, 2018

მერვე დღე

დღეს  ტრენინგის მერვე  დღეა.გავაკეთეთ  ფასილიტაციის  პრეზენტაცია  და  დავიწყეთ  მუშაობა  სასწავლო პროექტის  პროცედურებზე.დღევანდელი  დღე  საკმაოდ   საკმაოდ  რთული  და  შრომატევადი  იყო.

Friday, June 22, 2018

მეშვიდე დღე

დღეს   ვისაუბრეთ  გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის  შესახებ.განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლების   სახეობები   და შევქმენით  ჩვენი  პროექტისთვის  საჭირო  3  რესურსი: სსსმ, არაქართულენოვანი და  ნიჭიერი  მოსწავლეებისთვის.დღევანდელი  დღე  ნაყოფიერი  და  შრომატევადი იყო.მადლობა  ტრენერს,ქ-ნ  ლიას!

Sunday, June 17, 2018

მეექვსე დღე

დღევანდელ დღეს ვისწავლეთ  google-ს ფუნქცია - ფაილის  თარგმნა.ვისაუბრეთ  შეფასების  რუბრიკებზე.შევქმენი  მოსწავლის ბუკლეტის,კედლის  გაზეთის და პოსტერის (აფიშის) შეფასების  რუბრიკები,რომლებიც   ავტვირთე  ჩემს  საქაღალდეში.დავიწყე  მუშაობა მოსწავლეთა  ნამუშევრებზე : ბუკლეტი,კედლის  გაზეთი  და  პოსტერი (აფიშა).ვისწავლეთ  ჩვენი  პროექტის  მოსწავლეებისადმი  წარდგინება  (  პრეზენტაცია) და  დავიწყეთ  სლაიდების  აწყობა.რაც  ვერ  მოვასწარი,დავასრულებ  სახლში.მადლობა  ქალბატონ ლიას  დღევანდელი  ნაყოფიერი  დღისთვის :):)

Saturday, June 16, 2018

მეხუთე დღე

დღეს  არის  ჩვენი  მეხუთე  სატრენინგო დღე.ჩვენ დღეს   გავეცანით ინტერნეტ-ტექნოლოგიებს,ვისაუბრეთ ინფორმაციის  სანდოობაზე,საავტორო   უფლებებზე,დავიწყეთ   მუშაობა  მოსწავლის   სავარაუდო ნაშრომზე.დღე  იყო  საკმაოდ   დატვირთული და   ნაყოფიერი.მადლობა ქ-ნლიას!:)

Sunday, June 10, 2018

მეოთხე დღე


დღეს  ყველაზე  დატვითული სამუშაო  შეხვედრა გვქონდა.ვიმუშავეთ  პროექტის  შეფასების  ირგვლივ,მეთოდებსა  და ინსტრუმენტებზე.დღე  საკმაოდ   შრომატევადი  იყო.შევავსეთ   ჩვენი  გეგმის შაბლონის  შეფასების  დროის   ჩარჩო (შეფასების  სტრატეგიები),დავწერეთ  შეფასების  მოკლე   მონახაზი .შემდგომ  გავიხსენეთ პრეზენტაციისთვის  სლაიდების  შექმნა,შევქმენით  სლაიდები  და ეს  ყველაფერი  ავტვირთეთ  ფოსტაზე.მადლობა ქ-ნ ლიას!

Saturday, June 9, 2018

მესამე დღე

დღეს  ვისაუბრეთ  სტანდარტის,მიზნების   და  შედეგების  შესახებ,პროექტთან  მიმართებაში.კოლეგები   დავწყვილდით  და  შევასრულეთ  დავალება  თემაზე:  "მიმართულების  მიმცემი   საკვანძო  კითხვები".შემდეგ  ჩვენი  პროექტის  გეგმის შაბლონში მოვიფიქრეთ  ზოგადი,თემატური   და  შინაარსობრივი  კითხვები. ჩემი პროექტის  თემაა: 
რატომ  უნდა  მოვუსმინოთ  კლასიკურ  მუსიკას?
კითხვები  ასე  გამოიყურება:
ზოგადი   კითხვა:  რა  არის მუსიკა?
თემატური   კითხვა:რამდენად   ჰარმონიულია   სამყაროსთან  მიმართებაში  კლასიკური  მუსიკა?
შინაარსობრივი  კითხვები:

დაასახელეთ კლასიკური  მუსიკის  „კუნძულად  წოდებული  3  უდიდესი  კლასიკოსი კომპოზიტორი?
რომელ ეპოქაზე  არის   საუბარი?
რა  როლი  ითამაშეს  ვენის  კლასიკოსებმა  მუსიკის  განვითარების  ისტორიაში?

დღევანდელი  სამუშაო  შეხვედრა  საინტერესო  იყო.


მეცხრე დღე

დღეს არის ბოლო სამუშაოო შეხვედრა,კურსის ერთგვარი შემაჯამებელი დღე.ჩვენ მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და ავტვირთეთ საკუთარ ბლოგებზე. ინტელის ეს ტ...